შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ
განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული
ი.დ. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებული ამავე სკოლის მასწავლებელია.
უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის
რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ
გარყვნილი ქმედება განახორციელა.
„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები