ახალი ამბები
"სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას" - ირაკლი კობახიძე
FaceBook
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო დახმარების მიმღებთა შორის 8 პროცენტს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია.

„სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო. კოვიდის დროს გაიზარდა, 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.

ჩვენ, ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8 პროცენტი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2025 წლის მონაცემებით,  ქვეყანაში სოციალურ შემწეობას 237 797 ადამიანი იღებდა. 



Print