ახალი ამბები
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, კლდის ფერდი ჩამოიშალა - გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილია
FaceBook
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.

შემთხვევა გუშინ, 11 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საშიშროების დონიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის მიერ გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა. მოსახლეობას გადაადგილება ალტერნატიული გზებით შეუძლია.

როგორც მერიაში განმარტავენ, გზის ამ მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის მიღების შემდეგ, გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მერიის შესაბამის სამსახურს სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
Print