ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
FaceBook
შსს-ს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“ , გამომშრალი „მარიხუანა" და მცენარე „კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print