ახალი ამბები
პროფკავშირებმა ტყიბულის მეშახტეებისთვის ახალი სახელშეკრულებო პირობები შეიმუშავეს
FaceBook
შრომითი პირობების გაუმჯობესება, ხელფასების ზრდა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელსაც პროფკავშირის მიერ შემუშავებული ახალი სახელშეკრულებო პირობები ითვალისწინებს.


ტყიბულში, შახტებზე დასაქმებული მუშებისთვის ახალი სახელშეკრულებო პირობები პროფკავშიერებს უკვე შემუშავებული აქვთ. ათ პუნქტიანი სახელშეკრულებო პირობებს საქნახშირის ადმინსიტრაციას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი დღეს გადაუგზავნის.

შრომითი პირობების გაუმჯობესება, ხელფასების ზრდა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელსაც პროფკავშირის მიერ შემუშავებული ახალი სახელშეკრულებო პირობები ითვალისწინებს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებულ სახელშეკრულები პირობებში შესაძლოა საქნახშირის ადმინისტრაციამ ცვლილებები შეიტანოს.

"ჩვენ გადავუგზავნით და ამის შემდეგ ალბათ კიდევ 5 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ შევაჯეროთ მათ მიერ მიღებული სახელშეკრულებო პირობები. ისე უნდა მოხდეს რომ ორივე მხარისთვის მისაღები იყოს სახელშეკრულებო პირობები", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

ტყიბულის შახტებში დასაქმებულებისთვის პროფკავშირების მიერ ახალი სახელშეკრულები პიროებების შემუშავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მეშახტეების 17 დღიანი საპროეტეტო აქციის შემდეგ საქნაშირის ადმინისტრაციამ მეშახტეებისთვის მიუღებელ შრომით ხელშეკრულებაზე მოსთხოვა ხელის მოწერა. რამაც პროფკავშირების უკმაყოფილება გამოიწვია.

მხარეების მოპალარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქნახშირის ადმინისტარციის იურისტებთან ერთად, პროფკავშირის წარმომადგენლებიც შეიმუშავენდნენ ახალ სახელშეკრულებო პირობებს.
Print