ახალი ამბები
ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
FaceBook
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან, ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.


სურსათის სააგენტოს ცნობით, ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან.

"კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;
ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.

კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით",- აღნიშნულია სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით,  სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.


Print