შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე
მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის
მიმართულებით, გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც
დაზიანდა შენობის ფასადი და კარი.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული",- აღნიშნულია
უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები