შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს
თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის
ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ხონის
მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით ჯერ ბეტონის
ბორდიურს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა ავტომობილის მძღოლი და
ქვეითად მოსიარულე მამაკაცი. ორივე მათგანი, შესაბამისი სამედიცინო
დახმარების მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიღებული
დაზიანებების შედეგად, ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები