ახალი ამბები
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება.


ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ფონდის ცნობით, პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ქუთაისის სტუმრები შეძლებენ დასვენებას, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას.

პარკში დაგეგმილია მედიათეკის, ღია ამფითეატრის, სპორტული მოედნების, სავარჯიშო ზონების, ჭარაკის მაგიდების, საბავშვო გასართობი სივრცეებისა და კვების ობიექტების განთავსება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს რეკრეაციული სივრცეებისა და სანაპიროს კუნძულთან დამაკავშირებელი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას.

როგორც მგფ-ში განმარტავენ, პარკი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სარწყავი, განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით.

"ახალი პარკის სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა ვიზიტორისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ახალი პარკის მოწყობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას",- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
Print