ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი
FaceBook
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print