ახალი ამბები
ყოფილ პატიმართა ხელშეწყობისთვის რეგიონებში ტურნირები გაიმართება
FaceBook
იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს "ყოფილ პატიმართა რეაბილიაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით რეგიონებში ამხანაგურ"ოთხთა ტურნირებს" იწყებს.

მინი-ფეხბურთში პირველი ამხანაგური მატჩი ქუთაისში გაიმართება და მასში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარების გარდა მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი გუნდები: იმერეთის პრობაციის ბიურო, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგი".

მატჩები გაიმართება 28 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ მედლები და თასები. ანალოგიური შეჯიბრი დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონში. ტურნირის მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს "ყოფილ პატიმართა რეაბილიაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა.

პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
Print