ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები წარდგენილ ბრალდებაში დამაშავედ
ცნეს და მათ 4 და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ
მაზანაშვილმა დღეს, 20 იანვარს გამოაცხადა.
გადაწყვეტილების თანახმად, მაღაროელებისთვის გამოტანილი საპატიმრო
სასჯელი ასეთია:
მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.
განაჩენის გამოცხადებისთვის ქუთაისში ჩასულები იყვნენ დაკავებულების
თანამოაზრეები, რომლებმაც სხდომის შემდეგ საპროტესტო აქცია
გამართეს.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და
შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ
ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ
კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში
დაზიანება მიაყენეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად ედებოდა შუქრუთის
მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში
მონაწილეობა [225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი], ხოლო არჩილ
ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობა [225-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
მასალის გამოყენების პირობები