ახალი ამბები
მონპლაზირის ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას შპს ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი განახორციელებს
FaceBook
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.


აღნიშნულ კომპანიასა და ქუთაისის მერიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირმა" სამუშაოები 2 თვეში, 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით უნდა განახორციელოს, რისთვისაც მერია კომპანიას 24 000 ლარს გადაუხდის.

მონპლაზირის ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველ ჯერზე, სახელმწიფო შესყიდვა არ შედგა, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი მონაწილეობა ორმა კომპანიამ: შპს "ინჟინერიუსმა" და შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირმა" მიიღო და ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, ამაზე ადგილობრივები წლებია, საუბრობენ. ადგილზე ფილების უმეტესობა აყრილია, წვიმის დროს კი გადაადგილებისას ნაპრალებიდან წყალი ასხამს. არადა, ე.წ მონპლაზირის ტერიტორია, ქუთაისში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია.


ამავე თემაზე:

მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

ქუთაისის მერია მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქციას გეგმავს
Print