ახალი ამბები
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
FaceBook
დღეიდან, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები დასრულდა.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დღეს, 15 იანვარს, განახლდა.

ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.

რაც შეეხება მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებას", სულ 37 ფილიალია, სადაც 6 170 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
Print