გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვრამდე საქართველოში
შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), მოსალოდნელია ნალექი,
უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4,
+6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), დროგამოშვებით
მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო),
დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13,
-15, დღისით -5, -7 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა
ღამით -12, -14, დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები