შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და
დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ
გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კილოგრამზე მეტი
ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე,
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო
მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები