ახალი ამბები
ქუთაისის მერია 10 000 ლარის ავეჯს ყიდულობს
FaceBook
საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომის შიგა სიგანე არანაკლებ 47 სმ. სტანდარტული სიმაღლის, არანაკლებ 120 კგ.წონაზე გათვლილი 15 ცალი სავარძელი.


ქუთაისის მერია 10 000 ლარის ღირებულების ავეჯს ყიდულობს. ადგილობრივ თვითმმართველობაში რბილის ავეჯის შესაძენად ელექტრინული ტენდერი 25 მარტს გამოაცხადა.

საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის საოფისე სკამების, სავარძლებისა და მატი აქსესუარების შესაძენად მერიამ ელექტრონულ ტენდერში წინადადების მიღება 14 აპრილს დაიწყება და ოთხი დღი განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ტყავის შემცვლელი ზედაპირით, გორგოლაჭებზე, მეტალითა და პლასტმასის კარკასი, სიმაღლისა და საზურგის რეგულირება. პლასტმასის სახელურები, სტანდარტული სიმაღლის 20 ცალი კომპიუტერის სავარძელი; ტყავის შემცვლელი ზედაპირით, გორგოლაჭებზე, მეტალისა და პლასტმასის კარკასი, სიმაღლის რეგულირება, სახელურები საზურგესთან მიმაგრებული, საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომის შიგა სიგანე არანაკლებ 47 სმ. სტანდარტული სიმაღლის, არანაკლებ 120 კგ.წონაზე გათვლილი 15 ცალი გორგოლაწიანი სავარძელი;

ასევე, 15 ცალი სავარძელი შემდეგი სტანდარებით შესაბამისი: ბადის ზედაპირით, გორგოლაჭებზე, მეტალის კარკასი, სიმაღლის რეგულირება, სახელურები საზურგესთან მიმაგრებული. საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომის შიგა სიგანე არანაკლებ 47 სმ. სტანდარტული სიმაღლის, არანაკლებ 120 კგ.წონაზე გათვლილი. 70 ცალი საოფისე სკამი და ერთი ცალი მაღალი ხარისხის ტყავის ზედაპირით, ვარსკვლავა მასიური ხისა და მტკიცე მეტალის კომბინაცია, გორგოლაჭებზე, სიმაღლისა და საზურგის მდგომარეობის რეგულირება, სახელურები მასიური დეკორატირული ხის, არანაკლებ 150 კგ. წონაზე გათვლილი,

საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომი შიგა სიგანე არანაკლებ 47 სმ. სტანდარტული სიმაღლის, საოფისე სავარძელი - ასეთია მერიის მიერ ავეჯის შეძენაზე გამოცხადებული სატენდერო პირობები. ამის გარდა, ასევე გამარჯვებულმა კომპიანიამ ავეჯის სხვადასხვა აქსესუარების შეძენაც უნდა უზრუნველყოს.
Print