პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა,
რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სსსკ-ის 194-ე მუხლის
მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, 5 წლით
თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პროკურატურის ცნობით, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა
ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ
ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს
ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.
პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე,
სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა.
ადვოკატის ცნობით, ყოფილი პრემიერი უკვე დაკავებულია და გადაყვანილია
პენიტენციურ დაწესებულებაში.
ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციას ედავებოდნენ [ფულის გათეთრებას].
მასალის გამოყენების პირობები