გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), ზოგან მოსალოდნელია წვიმა.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), ზოგან
მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), ზოგან
თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1,+3
გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან
რაიონებს, ზოგან მოსალოდნელია ნალექი, თოვლი და ქარბუქი.
მასალის გამოყენების პირობები