შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, 420 აბი ნარკოტიკული
საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები