ახალი ამბები
ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი დღეს საახალწლო ღონისძიებების დასრულებამდე იმუშავებს
FaceBook
31 დეკემბერს, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტი, კერძოდ, 1L, 1R, N3, N4, N10, N19, N20 მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, საზეიმო ღონისძიებების დასრულებამდე, 01:00 საათამდე მოემსახურება.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 1L იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით.
1R - ქარვასლის მიმდებარე ტერიტორიიდან. დანაჩენები - წითელი ხიდიდან, კერძოდ:

N20 - თაბუკაშვილის მიმართულებით,
N19 - ნიკეაზე,
N10 - ავანგარდში,
N5 - თაბუკაშვილზე, ვაკისუბანში,
N4 - ავტოქარხნის მიმართულებით.
N3 - ფალიაშვილის ქუჩიდან სადგურ რიონის მიმართულებით.

ქუთაისში, 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

ფოტო: არჩილ გეგენავა
Print