უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
კომპანიის ინფორმაციით, ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობირად
გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის
ქსელი.
ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და
სამგერელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას.
"უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასაველთ
საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის
ქსელებში.
დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებიტი
ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან
აღდგენით სამუშაოებში.
აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება
ენერგომომარაგება",- აცხადებენ კომპანიაში.
დასავლეთ საქართველოში მეორე დღეა, გადაუღებლად თოვს.
მასალის გამოყენების პირობები