ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის
სპეციალური რეჟიმები.
კერძოდ, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო
გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე,
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107
(გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის
კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე,
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე,
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ110-კმ146 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული
მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დროებით შეზღუდულია: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი
გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე,
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე,
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე,
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე,
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106
(კორშა-შატილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის
საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106
მონაკვეთზე, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის
უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის
საავტომობილო გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი
გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
შეზღუდულია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ184
(ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები