გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 იანვარამდე საქართველოში
შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი,
უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია
თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, დღისით 0,-2
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): თოვლი
და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით
-3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს,
მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი.
მასალის გამოყენების პირობები