ახალი ამბები
1-ლი იანვრის 23:00 საათამდე, აღმაშენებლის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება
FaceBook
31 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სცენისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გელათის ქუჩა, კოლუმბია-მისურის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა) საავტომობილო მოძრაობა და პარკირება დროებით შეიზღუდება.


შეზღუდვები 29 დეკემბრის 14:00 საათიდან 2026 წლის 1-ლი იანვრის 23:00 საათამდე იმოქმედებს.

შესაბამისად, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:

N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰133 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩებზე. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

ქუთაისში, 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

ოტო: არჩილ გეგენავა
Print