ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, უმეტესად, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ძლიერი თოვა შენარჩუნდება ხვალ, 30 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე.

31 დეკემბერს კვლავ განახლდება თოვა. ითოვებს 1 და 2 იანვარსაც სუსტად. ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, ორი იანვრის დღის პირველი ნახევრიდან გამოიდარებს და რამდენიმე გრადუსით მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.
Print
თეგები: #ამინდი