გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს,
საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება,
დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ამასთან, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი,
ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6
ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.
"დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და
ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
(საფრთხის დონე საშუალო)",- განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები