ქუთაისში, 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო
ღონისძიებები გაიმართება.
12:00 საათიდან დაგეგმილია: საახალწლო თეატრალური წარმოდგენა; ზღაპრის
გმირების და ანიმატორების საზეიმო მსვლელობა; საბავშვო აქტივობები;
ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
13:00 საათზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი საბავშვო-საესტრადო
სტუდიების მონაწილეობით.
20:00 საათზე კი გაიმართება საახალწლო გალა-კონცერტი, რომელშიც
მონაწილეობას მიიღებენ: ,,ჩვენი კვარტეტი“, კახა კუხიანიძე, გიორგი
ფრუიძე, PAJO (ნიკა ბიწაძე), ინდირა ჯგერნაია და ბენდი New Vision,
მიმი ჯავახიშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი“, ქუთაისის
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, დიჯეი
სომალი.
00:00 სთ - საზეიმო ფოიერვერკი.
მასალის გამოყენების პირობები