ახალი ამბები
გიორგი ჭიღვარია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის თავჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აერთიანებს საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს და წარმოადგენს მათ ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მათოვე ცნობით, ასოციაცია მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მე-8 სხდომა დღეს გაიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტი, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, მესამე ვადით, კვლავ კახა კალაძე იქნება.

დღესვე დამტკიცდა ასოციაციის ახალი წესდება.
Print