ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-3 სხდომაზე ქალაქის
2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა
მხარი ერთხმად დაუჭირეს.
მერის მოადგილის, დავით ნიშნიანიძის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტი 8
მილიონი ლარით გაიზარდა და 125 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მისივე თქმით, ფინანსური ზრდა გათვალისწინებულია, როგორც
ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალურ მიმართულებით. ცვლილება არის
კულტურის, განათლების და ახალგაზრდული პროგრამების
დაფინანსებაშიც.
დავით ნიშნიანიძის განცხადებით, 2026 წელს დაგეგმილია შიდა გზების
რეაბილიტაცია, ასევე ფასადების, სკვერების და მინი სტადიონების
კეთილმოწყობა. გარკვეული სამუშაოები განხორციელდება საყრდენი კედლების
მშენებლობისთვის.
მისივე თქმით, ასევე მომდევნო წელს დამატებით მოხდება ავტობუსების
შეძენა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას უფრო კომფორტულს
გახდის.
მასალის გამოყენების პირობები