ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საახალწლო კონცერტის ფონზე აინთება
FaceBook
ხვალ, 25 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიასთან დაკავშირებით, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება კონცერტიც.

კერძოდ, 18:30 საათზე დაიწყება ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების პედაგოგთა და მოსწავლეთა კონცერტი.

20:00 საათზე გაიმართება ნაძვის ხის ანთების ცერემონია. იმღერებს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი (ხელმძღვანელი ნათია გოგუაძე).

20:30 საათი - დიჯეი სეტი.
Print