ახალი ამბები
5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტში წერია, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
Print
თეგები: #უქმე დღეები