ახალი ამბები
სკოლებში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.

საგანმანათლებლო დაწესებულებები 14 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ, სასწავლო პროცესი კი 15 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ყველა მათგანი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. მსგავსი უფლება აქვთ უმაღლეს სასწავლებლებსაც.

ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.

Print