შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან,
რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ,
თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო
სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
შესაბამისად, ისინი საპენსიო ასაკამდე, სახელმწიფო გასაცემელს
მიიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სიახლით ისარგებლებენ, მათ შორის,
ჭიათურაში მოქმედ მანგანუმის საბადოებში დასაქმებულები, რომლებსაც
კომპანიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რეორგანიზაცია
შეეხოთ, თუმცა, მოგვიანებით, იმავე ან მსგავს სამუშაოზე დასაქმდნენ,
იმავე ან სხვა კომპანიაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცვლელი რჩება თავად სამუშაო
სტაჟის ჯამური ოდენობა - 10 წელი, რაც სახელმწიფო გასაცემლის მიღების
წინაპირობაა.
"სამუშაო სტაჟის დაანგარიშებისას, მხედველობაში მიიღება ფაქტობრივად
ნამუშევარი პერიოდი, რომელიც მოიცავს გათავისუფლებამდე და ხელახლა,
დასაქმების შემდგომ დროს ერთად",- განმარტავენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები