ახალი ამბები
22 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.


კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.
Print
თეგები: #ამინდი