საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა
შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.9 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა
10.7 პროცენტით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3
ლარი (გაიზარდა 30.6
პროცენტით).
2025 წლის III კვარტალში, ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო
კაცების - 2 738.1 ლარი
იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა,
ხოლო კაცებში - 287.1
ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა
სექტორში აღემატებოდა
ქალების ხელფასს.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში, ბიზნეს
სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა
230.8 ლარით (10.5%) და 2 420.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის
სახეების
მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და
კომუნიკაციის (4 277.5 ლარი,
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და
მშენებლობის (3 687.6
ლარი, გაიზარდა 15.1 პროცენტით) სფეროებში.
გარდა ამისა, 2025 წლის III კვარტალში, არასამეწარმეო და საფინანსო
სექტორში საშუალო თვიური ხელფასი
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით (10.3%)
გაიზარდა და 2 000.9
ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი
საშუალო ხელფასი აქვთ
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში
ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.
მასალის გამოყენების პირობები