ახალი ამბები
"არ ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ინგლისური ენა, ჩვენ ვართ დამატებითი ენა" - ფრანკოფონიის კვირეული წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეულის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინეს.

"ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ინტერესი ფრანგული ენის შესწავლისადმი ქუთაისში დაბრუნდა, რასაც მოწმობს ღონისძიებებსა და კონკურსებში მათი აქტიური ჩართვა. ჩვენ არ ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ინგლისური ენა, ჩვენ ვართ დამატებითი ენა. ვინც უკვე ინგლისური ენა იცის და სურს სხვა უცხო ენა შეისწავლოს - ეს უნდა იყოს ერთ-ერთი საერთაშორისო ენა - ფრანგული"- განმარტა ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენის დროს, თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა სკითხებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, ჟან-ივ ლავუარიმ.

ფრანკოფონიის კვირეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მარტს დაიწყო. კონკურსში სულ 50 მოსწავლე და სტუდენტი იღებდა მონაწილეობდა იმერეთის სხვადასხვა სკოლებიდან.

კვირეული  სამეცნიერო და მხატვრულ. ასევე,  ფილმის ჩვენებებს და კონფერენციებს მოიცავდა.
Print