ახალი ამბები
თოვის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია
FaceBook
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

კერძოდ, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

Print