ახალი ამბები
ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს ამონტაჟებენ
FaceBook
ქუთაისში, ტრადიციულად, მესხიშვილის თეატრის წინ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მისი საზეიმოდ ანთება 25 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებების ფონზეა დაგეგმილი.

ქალაქმა 146 000 ლარის ღირებულების, 16 მეტრიანი ნაძვის ხე 2022 წელს შეიძინა.

საახალწლო სამზადისი მერიამ, წელს, ადრიანად დაიწყო. საახალწლო მორთულობებით ქუჩების ძირითადი მოწყობა უკვე დასრულებულია.


Print