ახალი ამბები
სოფლის კვერცხად გასაღებული ფერმის კვერცხი და მოტყუებული მომხმარებელი
FaceBook
" ე.წ გადამყიდველები სველი ტილოს მეშვეობით შლიან პროდუქტზე შტამპს" 

"დადასტურებულად ვიცი, რომ რეალიზატორები ხშირად, ფერმის ქათმის კვერცხს, სოფლის ქათმის კვერცხად ასაღებენ, გააქვთ ბაზარში გასაყიდად და მომხმარბელს ატყუებენ," - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოში არსებობს ფერმები, სადაც  სოფლის ქათმის კვერცხის მსგავსად გამოჰყავთ ფერადნაჭუჭიანი კვერცხი.

"კვერცხის ნაჭუჭის ფერით არ განისაზღვრება პროდუქტის ნატურალურობა. ზუსტად სოფლის კვერცხის მსგავსი ფერის კვერცხი იწარმოება ბევრ ფერმასა თუ ქარხანაში. ქარხნებისა და ფერმების მიერ ყველა წესისა და ნორმის დაცვით ხდება ეს ყველაფერი, საქმე იმაშია, რომ თავად რეალიზატორების მიერ ხდება პროდუქტის სოფლის კვერცხის სახელით არაკეთილსინდისიერად გასაღება," - განმარტავს კოიძე.

მისი თქმით, ბაზარში მყოფი რეალიზატორები იმ მიზნით იტყუებიან, რომ მომხმარებელი უპირატესობას სწორედ სოფლის ქათმის, ანუ ნატურალურ კვერცხს ანიჭებს.

"დაზუსტებით ვიცი, რომ რეალიზატორები, ე.წ გადამყიდველები სველი ტილოს მეშვეობით შლიან პროდუქტზე ქარხნის მიერ დარტყმულ შტამპს, ბუმბულიან და ნაკელიან ნაზავს მიაშხურებენ და ქმნიან სოფლის კვერცხის იმიტაციას, ასე რომ მომხმარებელი სამწუხაროდ მოტყუებული რჩება," - ირწმუნება კოიძე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რითაც შესაძლოა მომხმარებელმა თავი დაიზღვიოს ტყუილისგან, რადგან ეს მხოლოდ გამყიდველის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.


ამავე თემაზე:

ეტიკეტირების ქართული და ევროპული სტანდარტები - რას ითხოვს კანონი და საზოგადეობა (ვიდეო)

Print