ახალი ამბები
"დაფიქსირდა საეჭვო წარმომავლობის ხორცი"- სეს-მ ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
FaceBook
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისში, ზესტაფონსა და ვანში, არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.


უწყების ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში.

სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად, რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ; გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.


Print