გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბერს,
საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს
ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 9 დეკემბერს უმეტესად
უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი), 9 დეკემბერს უმეტესად
უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), 9
დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11
დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი
დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს, 9
დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11
დეკემბერს ზოგან იწვიმებს, ზოგან მოთოვს.
მასალის გამოყენების პირობები