ახალი ამბები
იმერეთში 14 წლის მოზარდმა იმშობიარა - დაკავებულია ორი პირი
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი დედა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

უწყების ცნობითვე, დაკავებულია ორი პირი.

რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ იმერეთში 14 წლის გოგომ იმშობიარა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს განეკუთვნება.
Print