ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე, საფეხმავლო სივრცის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი
არ შედგა.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "ინჟინერიუსმა"
მიიღო, თუმცა, როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტაციაშია
მითითებული, აღნიშნულ კომპანიას, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო,
დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
34 000 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT250019584] მერიას
ცისფერყანწელებისა და წმ. ნინოს ქუჩებს შორის არსებულ ე.წ.
მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციიათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენაზე (თანმდევი ექსპერტიზით) ჰქონდა
გამოცხადებული.
მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მოუწესრიგებელი
ინფრასტრუქტურაა, ამაზე ადგილობრივები წლებია, საუბრობენ. ადგილზე
ფილების უმეტესობა აყრილია, წვიმის დროს კი გადაადგილებისას
ნაპრალებიდან წყალი ასხამს. არადა, ე.წ მონპლაზირის ტერიტორია,
ქუთაისში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერია მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო
სივრცის რეკონსტრუქციას გეგმავს
მასალის გამოყენების პირობები