ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს და ხვალ, 8-9 დეკემბერს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით 5-7 გრადუსი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 10 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს და დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 დეკემბერს ზომიერზე მეტი ნალექი იქნება ცალკეულ რაიონებში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე ჩამოვა. 14 დეკემბერს, დღის ბოლოსკენ გამოიდარებს.
Print
თეგები: #ამინდი