ახალი ამბები
"შემდეგი წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს" - განათლების მინისტრი
FaceBook
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები, მომავალი სასწავლო წლიდან, უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ.



ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტების მაქსიმალური ორიენტაცია „სახელმწიფო ინტერესებზე“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე.

გივი მიქანაძის განცხადებით, ეს შეზღუდვა არ შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სადაც უცხოელი სტუდენტების მიღება ჩვეულებრივ გაგრძელდება. 

"მაგალითისთვის მოგიყვანთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატისტიკას, სადაც ზუსტი ციფრები რომ არ ვთქვა, 45% დღეს მოქმედი სტუდენტების არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და 55% არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარია, და ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარისხიან განათლებაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს ორიენტირი და ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი ტრადიცია, ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, მაქსიმალურად ამ უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა ვიყოთ ორიენტირებული.

ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამიერიდან, აქ აღარ მივიღებთ უცხოელებს, რომლებიც, სხვათა შორის, რამდენჯერმე მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დაწესებული. ვეუბნებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აგერ არიან უცხოელი სტუდენტები, თქვენ შეგიძლიათ, რომ მათზე გააკეთოთ ორიენტირი. რა თქმა უნდა, მათ არ ეკრძალებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ჰყავდეთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.


Print