ახალი ამბები
სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა იგეგმება
FaceBook
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში,  მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.

როგორც გივი მიქანაძემ, ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წესი შემუშავდება.

„შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
Print