ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომი მოეწყობა
FaceBook
"ბაზარში აღარ იქნება პრობლემა ავტომობილების დაპარკინგება" 

ქუთაისში, ფალიაშვლის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ბაზარის შიდა ტერიტორიაზე ავტოსადგომი შენდება.

ავტოსადგომის მშენებლობას ბაზრის ადმინისტრაცია (შპს "ფარი") ახორციელებს.

როგორც ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ, ავტოსადგომი გადახურული იქნება და შენობის მეორე სართულზე განთავსდება, ხოლო ობიექტის  პირველ სართულზე სავაჭრო ადგილები მოეწყობა.

"ობიექტი ბაზარზე დასაქმებული ადამიანებისთვის  დამატებით სავაჭრო ადგილებს გააჩენს, ასევე ბაზარში მომსვლელი კლიენტებისთვის აღარ იქნება პრობლემა ავტომობილების დაპარკინგება," - ამბობენ შპს "ფარი" - ს ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით სავაჭრო ობიექტებისა და პარკირების მოწყობისთვის 700 000 ლარამდე იხარჯება.


Print