ახალი ამბები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე შეზღუდვები წესდება.

კერძოდ, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2025 წლის 3 დეკემბრის 09:00სთ-დან 7 დეკემბრის 19:00სთ-მდე, დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

Print