ახალი ამბები
წვიმა, ქარი, მაღალმთაში თოვლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთაში თოვლი. 3 დეკემრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი), 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბერიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი), 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბერიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), 2 დეკემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო 3 დეკემბერიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს, 2 და 4 დეკემბერს ზოგან მცირე წვიმა ან თოვლია მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4-დან +10 გრადუსამდე დაფიქსირდება.


Print
თეგები: #ამინდი